ახალი ამბები

ფანასკერტელის ქუჩაზე მტაცებელი ცხოველი ვერ იპოვეს

27 ივნისი, 2015 • 1050
ფანასკერტელის ქუჩაზე მტაცებელი ცხოველი ვერ იპოვეს

მტაცებელი ცხოველის მოსაძებლად ფანასკერტელზე საძიებო სამუშაოები მიმდინდარეობდა. უწყებას მტაცებელი ცხოველის არსებობის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებელმა შეატყობინა.


“ვერაფერი ვნახეთ, არ არის ნაკვალევი,”– განაცხადა პაატა კახნიაშვილმა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოპერატიული ოპერატიული რეაგირების განყოფილების უფროსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ კი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე არა ვეფხვი, არამედ კატა იყო გამოსახული.

 

 

სამძებრო სამუშაოები ფანასკერტლის ქუჩაზე. მარიამ კირვალიძს ფოტო. 27.06.2015
სამძებრო სამუშაოები ფანასკერტლის ქუჩაზე. მარიამ კირვალიძს ფოტო. 27.06.2015

 

თბილისში 13 ივნისს ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებთ, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს მიაღწევს. 

 

დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულთაგან,  ნაწილი უკან დააბრუნეს, მტაცებელ ცხოველთა ნაწილი კი – მოკლეს. ამ ეტაპზე, სტიქიის ღამეს ზოოპარკიდან გაქცეულ ვეფხვს ეძებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი