ახალი ამბები

ქუცნაშვილის ინიციატივა – მაღალი თანამდებობის პირებმა შესაძლოა პრემიები ვეღარ აიღონ

24 ივნისი, 2015 • 1155
ქუცნაშვილის ინიციატივა –  მაღალი თანამდებობის პირებმა შესაძლოა პრემიები ვეღარ აიღონ

აღნიშნულ ინიციატივაზე ქუცნაშვილმა დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ინიციატივის ძალაში შესვლის შემთხვევაში დაახლოებით 10 მლნ ლარი გამოთავისუფლდება.

 

დეპუტატის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, გამოთავისუფლებული სახსრებით სხვა მოწყვლადი ჯგუფების აუცილებელი ხარჯები დაიფაროს; ასევე ინიციატივა მხარს უჭერს მთავრობის მიერ დეკლარირებულ ”ქამრების შემოჭერის” პოლიტიკას.

 

ქუცნაშვილი ასევე საუბრობს თანამდებობის წევრთა იმ წრეზე, რომელთაც ეს ცვლილება შეეხებათ. ეს თანამდებობებია:

 

საქართველოს პარლამენტის წევრი, მინისტრი და მისი მოადგილე, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მათი მოადგილეები, აფხაზეთის და აჭარს ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და მათი მოადგილეები, საქართველოს მტავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, საქარველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდოვანი და მისი მოადგილე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე, საგადასახადო ონბუდსმენი და მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები, შემოსავლების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე, გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრები, საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანის წევრები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მსიი მოადგილე და კომისიის მდივანი, სახელმწიფო რწმუნებული (გუბერნატორი) და მისი მოადგილეები, მოსამართლეები, საქართველოს მთავრი პროკურორი და მისი მოადგილე, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე, საკრებულოს თავმმჯდომარეები, გამგებლები და მერები. 

 

ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ეს 25 მაღალი რანგის თანამდებობა 800-მდე თანამდებობის პირს მოიცავს. კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მათ ხელფასის მესამე კომპონენტის მიღება შეეზღუდებათ (ხელფასის კომპონენტებია: ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო, დანამატი უფლებასილების განხორციელებისთვის და პრემია წარმატებული საქმიანობისთვის). 

 

ქუცნაშვილის თქმით,  ეს შეზღუდვები არ გავრცელდება ამ უწყებების საშუალო და დაბალი რგოლის თანამდებობის პირებზე:

 

”საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებს აქვთ საშუალო და დაბალი რანგის ხელფასები. აქედან გამომდინარე, მათ უნდა შეუნარჩუნდეთ კარგი საქმიანობის შემთხვევაში პრემიების აღების უფლება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, 13 ივნისის სტიქიის დროს როგორ მუშაობდნენ საშუალო და დაბალი რანგის ჩინოვნიკები. არა მგონია, სწორი და მორალური იყოს კანონმა შეზღუდვები დაუწესოს ყველას ერთნაირად,”- აცხადებს ქუცნაშვილი.

 

როგორც დეპუტატი აცხადებს, ის პარლამენტის მიერ ამ ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

 

ზაქარია ქუცნაშვილი
ზაქარია ქუცნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი