ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Amnesty International სომხეთს აქციის დარბევის ფაქტების გამოძიებას მოუწოდებს

23 ივნისი, 2015 • • 1003
Amnesty International სომხეთს აქციის დარბევის ფაქტების გამოძიებას მოუწოდებს

ერევანში მოსახლეობამ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო მიტინგი გამართა, რომელიც 23 ივნისს გამთენისას პოლიციამ წყლის ჭავლით დაარბია. აქციის მონაწილეების ნაწილი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდა. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა 200-ზე მეტი დემონსტრანტი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, ამ დროის ინფორმაციით, ყველა მათგანი თავისუფალია.

 

აქციები სომხეთის დედაქალაქში გრძელდება.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი