ეკონომიკა

სტიქიის დროს დაზიანებული ავტომანქანების მფლობელებს სახელმწიფო ზარალს არ აუნაზღაურებს

23 ივნისი, 2015 • • 1160
სტიქიის დროს დაზიანებული ავტომანქანების მფლობელებს სახელმწიფო ზარალს არ აუნაზღაურებს

“ნეტგაზეთს” სახელმწიფო კანცელარიაში და თბილისის მერიაშიც განუცხადეს, რომ 13-14 ივნიის სტიქიის დროს დაზარალებული ავტომფლობელებისათვს ზარალის ანაზღაურების საკითხი არ განიხილება:

 

“ვიდრე გაწმენდითი სამუშაობი არ დასრულდება, ამ საკითხზე არ ვსაუბრობთ. პირველი რიგის ამოცანაა, ის ადამიანიები დაკმაყოფილდნენ, ვინც სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩა”-აცხადებენ თბილისის მერიაში. 

 

საქართველოს დაზღვევის სახელმწფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 22 ივნისის მდგომარეობით, (დაზღვეული პრების) 160-მდე ავტო-სატრანსპორტო, კერძო და იურიდიული პირის ქონების ზარალი აღინიშნება, რამაც 3,5 მლნ ლარს გადააჭარბა. 

 

დაზღვევის სახელმწფო ზედამხედველობის სამსახურის პრეს-სამსახურის ნუცა გედევანიშვილის ინფორმაციით, ზარალის დათვლა გრძელდება. 


 
სადაზღვევო კომპანია “აი სი ჯგუფში“ 15 შეტყობინება შევიდა, რომელთა ჯამური სადაზღვევო ლიმიტი 700,000 ლარს აღწევს. 
 
 
სადაზღვევო კომპანია კოპენბურმა სტიქიით მიყენებული ზარალების ანაზღაურების გაცემა დაიწყო, თუმცა კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რამდენია ზარალი:
 

“ზარალების ადმინისტრირების სამსახურმა 24-საათიანი მუშაობის შედეგად მოახდინა ყველა დაზღვეული ობიექტის ადგილზე მონახულება. ყველა ის ავტომობილი, რომელიც აღდგენას ექვემდებარება, გადაყვანილია სერვის-ცენტრებში.”
 
 
“ამ ეტაპზე სრულად დათვლილი და ინსპექტირებულია სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილები. დაფიქსირებული 40 შემთხვევის შედეგად, ზარალის ჯამური რაოდენობა რამდენიმე ასეულ ათას ლარს აღწევს. ავტომფლობელთათვის ზარალების დარეგულირება კომპანიამ უკვე დაიწყო და ეს პროცესი რამდენიმე დღეში დასრულდება” -აცხადებენ კომპანია “ალდაგში.”
 
 
ინსპექტირებულია ზარალების ძირითადი ნაწილი ქონების დაზღვევის მიმართულებითაც. სამუშაოების დასრულებისთანავე ალდაგი დაიწყებს ანაზღაურების გაცემას. ქონების დაზღვევის შემთხვევაში, სტიქიამ ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი 60 ობიექტი დააზიანა.
 
 
„ჯიპიაი ჰოლდინგში” ზარალების დარეგულრიების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ზარალის ანაზღაურება ფრანშიზის გარეშე მოხდება – დაზღვეულები კომპენსაციას 100%-ით მიიღებენ. ბოლო მონაცემებით ზარალის ოდენობა 700 000 ლარია.
 
 
სტატისტიკური მონაცემებით, ავტომობილების დაზღვევის პორტფელმა სადაზღვევო სექტორში 15 936 007 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი მოზიდული პრემიის 13,75% -ია. დაზღვევის სახელმწფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით ბაზარზე 14 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს.  
 
 
13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად დაზიანდა თბილისის ზოოპარკიც. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ჯამში, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.
 
სვანიძის ქუჩა; ფოტო: ნეტგაზეთი; 16.06.2015
სვანიძის ქუჩა; ფოტო: ნეტგაზეთი; 16.06.2015

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი