ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების გამო, სომხეთში ზოგ პროდუქციაზე ფასი გაიზრდება

22 ივნისი, 2015 • • 1040
ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების გამო, სომხეთში ზოგ პროდუქციაზე ფასი გაიზრდება

აღნიშნული ცვლილება კანონში 2016 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს. 

 

სომხეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მირუმიანის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ევრაზიული კავშირის ტერიტორიაზე არსებული აქციზის ფასთან გათანაბრების აუცილებლობითაა ნაკარნახევი. 

 

მისივე თქმით, არსებული ფასები ამ პროდუქციებზე სომხეთში თითქმის ოთხჯერ ნაკლებია, ვიდრე ევრაზიული კავშირის სხვა ქვეყნებში.

 

აქციზის ფასის ზრდის შესახებ კანონპროექტმა საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტების შეშფოთება და კრიტიკა გამოიწვია. 

 

2015 წლიდან სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრია.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი