ახალი ამბები

ნარმანია: სტიქიის ზონიდან გაყვანილი 110-დან 10 ოჯახის სახლი ვერ აღდგება

20 ივნისი, 2015 • • 1056
ნარმანია: სტიქიის ზონიდან გაყვანილი 110-დან 10 ოჯახის სახლი ვერ აღდგება

“სტიქიის ზონიდან გაყვანილი 110 ოჯახიდან უმეტესობა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, დაბრუნებას შეძლებს, ხოლო 10-მდე ოჯახი, რომელთა სახლები აღდგენას არ ექვემდებარება ან რისკის ზონაში მდებარეობს, განსახლების გეგმაში მოექცევა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.


შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 19 ადამიანი დაიღუპა, 3 დაკარგულად ითვლება რამდენიმე ასეული ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ზოოპარკიც, რის შედეგადაც დაიღუპა ცხოველები. ზოგი მათგანი კი დაიკარგა. ამ დროისთვის ზოოპარკიდან დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი. 

საგანგებო სხდომა, 20.06.2015
საგანგებო სხდომა, 20.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი