ახალი ამბები

შსს: არასრულწლოვანი, რომელმაც დედა დაჭრა, დაკავებულია

20 ივნისი, 2015 • • 1109
შსს: არასრულწლოვანი, რომელმაც დედა დაჭრა, დაკავებულია

16 წლის ახალგაზრდა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებითაა დაკავებული.

 

გამოძიების ცნობით, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დედას ბლაგვი საგნით ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა.

 

“დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა. სამართალდამცველებმა საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან მისი უვნებლად ჩამოყვანა მოახერხეს”, – აცხადებენ შსს-ში.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108 მუხლი).

მასალების გადაბეჭდვის წესი