ახალი ამბები

მაისურები ჰიპოპოტამის გამოსახულებით სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად

20 ივნისი, 2015 • • 1463
მაისურები ჰიპოპოტამის გამოსახულებით სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად

მაისურები Tbilisi Hippo Fund-ის ეგიდით მომზადდა, რომელიც 13 ივნისის სტიქიის შემდეგ შეიქმნა. ფონდმა თავიდანვე განაცხადა, რომ დაამზადებდნენ მაისურებსა და ბამბის ჩანთებს, რისი შეძენაც შეეძლებათ მსურველებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამ ნივთების გაყიდვიდან მიღებული თანხები სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად იქნება გამოყენებული.


“დიდი სიხართულით გაცნობებთ, რომ მაისურები საქართველოში უკვე დამზადებულია, იქმნება ხელშეკრულებები ადგილობრივი, ეროვნული მაღაზიებისთვის, სადაც ყველას მიუწვდება ხელი შეიძინოს და მხარი დაუჭიროთ 13 ივნისს წყალდიდობით დაზარალებულ ოჯახებსა და ცხოველებს. შესაძლებლობისთანავე გაცნობებთ მაისურების გაყიდვის პუნქტების შესახებ. ინფორმაციას საერთაშორისო დეტალების შესახებ მიიღებთ სულ მალე”, – ნათქვამია ფონდის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


თეთრი მაისური ჰიპოპოტამის გამოსახულებით 10$, ხოლო შავი – 20$ ეღირება. რაც შეეხება ჩანთებს, მათი ფასი ჯერ ცნობილი არ არის.


13 ივნისს გვიან ღამით მომხდარი სტიქიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 3 ადამიანს კი ეძებენ. სტიქიამ 200-ზე მეტი ადამიანი დააზარალა. 

 

სტიქიამ ზოოპარკის ბინადართა ნაწილი შეიწირა. ცხოველთა ნაწილი ვოლიერებიდან გაიქცა. მათ შორის იყო ჰიპოპოტამი, რომლის ფოტოებიც მსოფლიოს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

მაისურები ჰიპოპოტამის გამოსახულებით დამზადდა საქართველოში
მაისურები ჰიპოპოტამის გამოსახულებით დამზადდა საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი