ახალი ამბები

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვის ნაკვალევს ჯერჯერობით ვერ მიაგნეს

19 ივნისი, 2015 • • 1075
კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვის ნაკვალევს ჯერჯერობით ვერ მიაგნეს

მისი თქმით, მტაცებლის კვალი არც წყალთან ფიქსირდება. 


მონადირეებმა და სპეციალური რაზმის წარმომადგენლებმა ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ბაგებამდე ტერიტორიაზე მტაცებლის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ვეფხვის ამსახველი ფოტომასალა გავრცელდა, რომლის ავტორებიც იუწყებოდნენ, რომ მტაცებელი სწორედ ამ ტერიტორიაზე დაინახეს.


ამ დროისთვის აღნიშულ ტერიტორიაზე 20-მდე მონადირე, სპეციალური რაზმი და 10-ზე მეტი მონადირე ძაღლი იმყოფება. მოხალისე-მონადირეები ვეფხვის სამძებრო ოპერაციაში საკუთარი ინიციატივით გუშინ ჩაერთნენ:


“სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო მიესალმება საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციისა და სამონადირეო კლუბ “ოჩოპინტრეს“ ინიციატივას ჩაერთონ ზოოპარკიდან დაკარგული მტაცებელი ცხოველების სამძებრო სამუშაოებში. მოსახლეობისგან შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირებისას, შესაბამისი სტრუქტურების მობილურ ჯგუფებთან ერთად, პოტენციურად საშიშ მონაკვეთებზე პატრულირება საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლების დახმარებით განხორციელდება”, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში.


ზემოხსენებულ მონაკვეთზე მტაცებლის მისატყუებლად განათავსეს ლეში და ფოტოხაფანგები დაამონტაჟეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი