ახალი ამბები

“მოქალაქე” ახალ პროექტს “სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად” ახორციელებს

18 ივნისი, 2015 • • 1008
“მოქალაქე” ახალ პროექტს “სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად” ახორციელებს

პროექტში,  “სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად “, 144 სტუდენტია ჩართული. სტუდენტთა ჯგუფები ან სტუდენტები ინდივიდუალურად მოიფიქრებენ ბიზნესიდეას და ეკონომისტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობით დაწრენ ბიზნესგეგმას.

 

პროექტი პირველ ეტაპზე გულისხმობს ტრენინგებს, რომლებიც ხვალიდან დაიწყება. სტუდენტებს რჩევებს მისცემენ “ქართუ ბანკის” ორი თანამშრომელი და გიორგი თურქია. ტრენერები დაეხმარებიან სუდენტებს, რომ გამართული ბიზნესპროექტები დაეწერონ.

 

31 ივლისიდან სტუდენტები თავიანთ პროექტებს შემფასებლებს წარუდგენენ. ისინი ერთი თვის განმავლობაში შეაფასებენ პროექტებს. სექტემბრის თვეში კი ისინი შესწორებული პროექტების პრეზენტაციას გამართავენ.

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თქმით, სულ 53 პროექტი მომზადდება. მათგან საუკეთესოებს ბიძინა ივანიშვილი დააფინანებს.

 

“ახალი იდეები, ინოვაციები, სწორედ ასეთი პროექტები წახალისდება”, – ამბობს მაია მიმინოშვილი.

 

ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა, სადაც განაცხადა, რომ მზადაა დააფინანსოს გამართული ბიზნესპროექტები და უკან არ დაიხევს დააფინანსოს “გონივრული რისკის” შემცველი პროექტებიც.

ივანიშვილის თქმით, დღეს საქართველოს კარგად გამართული ბიზნესპროექტები სჭირდება.

ბიძინა ივანიშვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 18.06.2015
ბიძინა ივანიშვილი გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 18.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი