ახალი ამბები

ივანიშვილი: ბევრი ადამიანი ვერ ვიპოვეთ და მხეციც შეიძლება დაკარგულიყო

18 ივნისი, 2015 • • 1003
ივანიშვილი: ბევრი ადამიანი ვერ ვიპოვეთ და მხეციც შეიძლება დაკარგულიყო

“ვეფხვმა რომ პიროვნება დაგლიჯა, ეს სტიქიის გაგრძელებად მიმაჩნია და არავის ბრალეულობა არ იყო. დირექტორსაც არ ეგონა, რომ ცოცხალი იყო, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ვიპოვეთ და მხეციც შეიძლება დაკარგულიყო. ესეც შეიძლება სტიქიას მივაწეროთ და არა ვინმეს”, –  თქვა ივანიშვილმა.


ვეფხვმა მოქალაქე გუშინ, 17 ივნისს მოკლე ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე. ანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მტაცებელი ცხოველები მოსახლეობისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ. იგივე თქვა სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ. 

 

 

 

ზოოპარკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მზია შარაშიძემ 16 ივნისს ნეტგაზეთს უთხრა, რომ ისინი ერთ ვეფხვს, აფთარსა და დათვს ვერ პოულობდნენ, თუმცა იმავე დღეს ლიბერალმა გაავრცელა ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ინტერვიუ, სადაც იგი ამბობს: “ახლა შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი სახიფათო მტაცებელი ზოოპარკის ტერიტორიიდან ცოცხალი არ გასულა.” მოგვიანებით, გურიელიძემ თქვა, რომ მტაცებლის ლიკვიდაციის შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია მისი ბრალია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი