ახალი ამბები

ივანიშვილი: ენთუზიაზმს, რომ ვიღაც უნდა დავიჭიროთ მთავრობიდან, არ ვიზიარებ

18 ივნისი, 2015 • • 919
ივანიშვილი: ენთუზიაზმს, რომ ვიღაც უნდა დავიჭიროთ მთავრობიდან, არ ვიზიარებ

მედიის კითხვაზე, სტიქიის დროს დაუშვა თუ არა შეცდომა მთავრობამ და რამდენად ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღო, ბიძინა ივანიშვილი ასე პასუხობს:

 

“პრემიერი და მთელი მთავრობა იყო მობლიზებული, მთლიანობაში საზოგადოება. საოცარი კონსოლიდაცია გამოამჟღავნა საზოგადოებამ. მაქსიმალურად ცდილობდა ხელისუფლება, რამდენად გამოუვიდა, შეფასებები შეიძლება. რაშიც მე ვერ გამოგადგები, მე არ აღმირიცხავს [სამაშველო სამსახურის 112-ის ზარები] და არ ვარ ამის სპეციალისტი. არ ღმირიცხავს არც ზარები, არც რეაქციები. ზოგადად თქვენს ენთუზიზმს, რომ ვიღაც უნდა დავიჭიროთ მთავრობიდან, არ ვიზიარებ. ვფიქობ, რომ ყველაფერი ხდებოდა კარგად და მაქსიმალურს აკეთებდა ხელისუფლება. არ არსებობს, რომ საქმეს აკეთებდეს ვინმე და იქ პატარა შეცდომები არ იყოს. იდეალური არ არსებობს არაფერი და შეიძლება კითხვები დატოვოს. პრაქტიკულად ჩვენ ვნახეთ თავგანწირვა მთელი საზოგადოების და მათ შორის მთავრობისაც, ისინი ორგანიზებულად მუშაობდნენ.”

 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პროცესებში აქტიურად იყო ჩართული, ურეკავდა მთვრობის წევრებს, პრემიერს და ტელევიზიით იღებდა ინფორმაციას.

 

შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, დაიღუპა სამი თანაშრომელი და დაიხრჩო ცხოველების ნაწილი.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი