ახალი ამბები

პრემიერის ცნობით, სტიქიის შედეგად კიდევ ერთი დაღუპული იდენტიფიცირებულია

17 ივნისი, 2015 • • 957
პრემიერის ცნობით, სტიქიის შედეგად კიდევ ერთი დაღუპული იდენტიფიცირებულია

შესაბამისად, ხუთიდან ოთხამდე შემცირდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა. 

 

16 ივნისს კრიზისების საბჭომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 19 ადამიანი იყო დაღუპული სტიქიის შედეგად, საიდანაც 17 იყო იდენტიფიცირებული და მიმდინარეობდა 2 ცხედრის იდენტიფიცირება, რომელთაგან ერთი ნაპოვნი იყო მზიურის ტერიტორიაზე, მეორე კი – მტკვარმა გამორიყა გარდაბნის რაიონში.

 

13-14 ივნისს თბილისში მდინარე ვერეს ადიდებამ და ჩამოწოლილმა მეწყერმა წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც თბილისსში რამდენიმე ადგილი დაიტბორა. სტიქიის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 19 ადამიანია დაღუპული, დაკარგულად ითვლება 4 ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა 200-ზე მეტი ადამიანი. ზოოპარკის დატბორვის შედეგად დაიღუპა მისი სამი თანამშრომელი, ცხოველები, რომელთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. წინასწარი მონაცემებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს აჭარებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი