ახალი ამბები

პროკურატურაში გურიელიძის დაკითხვა დასრულდა

17 ივნისი, 2015 • • 948
პროკურატურაში გურიელიძის დაკითხვა დასრულდა

“კითხვები დამისვეს დღევანდელ საშინელ ფაქტთან დაკავშირებით. რაც მოხდა, ამასთან დაკავშირებით იყო შეკითხვები. კითხვები, რომლებიც ჩვენც გვაინტერესებს. უბრალოდ აღმოჩნდა, რომ  ვეფხვი, რომელიც გვევგონა მკვდარი, აღმოჩნდა ცოცხალი” – განაცხადა გურიელიძემ. 

 

მისი თქმით, შს სამინისტროს ინფორმაციას ოპერატიულად აწვდიდა:

 

“მე უამრავ ინფორმაციას ვაწოდებდი ყოველ წუთში შს სამინისტროს. ამიტომ ცოტა გამიჭირდება ამაზე ლაპარაკი. ხან ვის ვაწოდებდი ინფორმაციას და ხან ვის. როცა აღებული იყო ინფორმაცია, აღმოჩნდა, რომ ვეფხვი იყო აღრიცხული ორჯერ და ორი სხვადასხვა პირის მიერ იყო მოწოდებული ინფორმაცია.”

 

გურიელიძის განცხადებით, ის დღეს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრს შეხვდება:  

 

“მე მივდივარ კანცელარიაში. რაც შეეხება საფრთხეებს, ერთი ვეფხვი შეიძლება იყოს აღმოჩენილი გარეთ და სხვა ისეთი არაფერი. ზოლებიანი აფთარი არ წარმოადგენს სახიფათოს, ადამიანი არ უნდა შეეცადოს მის დაჭერას. ეს არის ძაღლზე უფრო მცირე ზომის ცხოველი. უწყინარი, მშვიდი. ისე, რომ მისგან ხიფათი არ გველის. დანარჩენი ვნახოთ. სამუშაოები მიმდინარეობს. ვერ შევძელით ყველა ვოლიერში შესვლა და შესაბამისად რომ ამოგვეტუმბა ლამი,  შეცდომა არ იქნებოდა დაშვებული.”  

 

დღეს, 17 ივნისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურას საქმის გამოძიება დაავალა.

 

საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცახდებით, გამოძიება მყისიერად დაიწყო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე.

 

დღეს ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვი 40 წლამდე მამაკაცს დაესხა თავს. მამაკაცი გარდაიცვალა, ვეფხვი ლიკვიდირებულია. მთავრობის ინფორმაციით, მათ ზოოპარკის ადმინტრაციისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ზოოპარკის მიღმა არც ერთი მტაცებელი არ იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი