ახალი ამბები

ზურაბ გურიელიძე: ეს ყველაფერი ჩემი ბრალია

17 ივნისი, 2015 • • 1514
ზურაბ გურიელიძე: ეს ყველაფერი ჩემი ბრალია

“ყველა ინფორმაციით, რაც გუშინ სტიქიის საღამოს გვქონდა, ეს საფრთხე აღარ არსებობდა და რის შესახებაც გუშინაც განვაცხადე, რომ შევაჯამეთ ინფორმაცია, მივიღეთ ასეთი შედეგი. ამის მიუხედავად, შსს-მ მაინც პატრულირებდა პერიმეტრზე, მაგრამ შიგნით შენობებში ძებნა არ ხორციელდებოდა. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ვეფხვი, რომელიც ჩათვლილი იყო როგორც მოკლული, აღმოჩნდა ცოცხალი და დამალული ერთ-ერთ შენობაში. და, შესაბამისად, მიხდა ის, რაც მოხდა”, – თქვა გურიელიძემ.

 

იგი ფურცელზე დაწერილ ტექსტს კითხულობდა. გურიელიძემ თქვა, რომ ამ განცხადების გაკეთებამდე იგი პოლიციაში იმყოფებოდა. განცხადების გაკეთების შემდეგ კი დაკითხვაზე პროკურატურაში წავიდა.

 

“ინფორმაცია ყოველ წუთში იცვლებოდა. აქ ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოდიოდა სხვადასხვა წყაროდან და შესაბამისად, ასეთი ინფორმაცია მქონდა მიღებული იმ დროისათვის, როდესაც მე ეს განვუცხადე სახელმწიფო სტრუქტურებს. როდესაც გითხარით, რომ სხვადასხვა ინფორმაციები შემოდიოდა, სხვადასხვა მხრიდან, უამრავი ორგანიზაცია მუშაობს, უამრავი უწყება. ეს უწყებები მაწვდიდნენ ინფორმაციას, და შესაბამისად, როგორც ჩანს, ერთი და იმავე ვეფხვის მოკვლის შესახებ ინფორმაცია იყო ორჯერ. ასეთი ინფორმაცია ჩვენ გვქონდა, რომ ეს ვეფხვი იყო მოკლული”, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

 

 

ზურაბ გურიელიძე
ზურაბ გურიელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი