ახალი ამბები

ზურაბ გურიელიძის დაკითხვას პროკურატურაში საია-ს ადვოკატი დაესწრება

17 ივნისი, 2015 • • 939
ზურაბ გურიელიძის დაკითხვას პროკურატურაში საია-ს ადვოკატი დაესწრება

ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე და ზოოპარკის სხვა თანამშრომლები პროკურატურაში დაკითხვაზე უკვე წავიდნენ.

 

დღეს, 17 ივნისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურას საქმის გამოძიება დაავალა.

 

საქართველოს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცახდებით, გამოძიება მყისიერად დაიწყო სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე.

 

დღეს ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვი 40 წლამდე მამაკაცს დაესხა თავს. მამაკაცი გარდაიცვალა, ვეფხვი ლიკვიდირებულია. მთავრობის ინფორმაციით, მათ ზოოპარკის ადმინტრაციისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ზოოპარკის მიღმა არც ერთი მტაცებელი არ იმყოფებოდა.

მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი