ახალი ამბები

ბადაშვილი: დაწყებულია გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე

17 ივნისი, 2015 • • 946
ბადაშვილი: დაწყებულია გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე

“გამოძიება დაწყებულია საქართველოს პროკურატურის მიერ მყისიერად. ამჟამად შემთხვევის ადგილზე გაშვებულია გამომძიებელი. ტარდება პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტი იქნება შესწავლილი. სისხლის სამსართლის დანაშაული იქნება გამოძიებული. დაწყებულია გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე. შესაბმისად, ტარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ვისაუბროთ ობიექტურად,  ვისი მიზეზობრივი და არამიზეზობრივი კავშირით მოხდა ეს დანაშაული, ეს უბედური შემთხვევა.”


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ პროკურორს დღეს ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ადამიანზე ვეფხვის თავდასხმის ფაქტის გამოძიება დაავალა:

 

“მოვიწვიე მთავრი პროკურორი. მინდა მოგიწოდოთ, რომ დაიწყოთ ამ საქმის ძიება. თქვან მოახდინეთ სამართლებრივი შეფასება ამ ყველაფრის. მინდა დადგინდეს ობიექტური სიმართლე, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი სპეკულაცია და ნებისმიერი შეკითხვა.” 

 

დღეს ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვი 40 წლამდე მამაკაცს დაესხა თავს. მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ვეფხვი ლიკვიდირებულია

 
 
შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, დაიღუპა სამი თანაშრომელი და დაიხრჩო ცხოველების ნაწილი, ნაწილი კი ზოოპარკიდან გაიქცა. გუშინ ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ეძებდნენ მხოლოდ  ერთ ზოლიან აფთარს, ერთ ვეფხვს და ერთ დათვს. მათი განცხადებით, არ იციან, ეს ცხოველები ცოცხლები არიან თუ არა.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი