ახალი ამბები

ჯანელიძის თქმით, ცხოველებზე ინფორმაციას მთელი დღე ამოწმებდნენ

17 ივნისი, 2015 • • 981
ჯანელიძის თქმით, ცხოველებზე ინფორმაციას მთელი დღე ამოწმებდნენ

“ეს ინფორმაცია ეყრდნობოდა ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციას. ეს ინფორმაცია პირველად ჩვენთან საბჭოში შემოვიდა ორშაბათს შუადღისით, რომ მტაცებელი ცხოველები ზოოპარკს მიღმა არ არიან. ეს ინფორმაცია მაშინ ჩვენ აღარ გავავრცელეთ. მთელი დღის განმავლობაში გადამოწმება ხდებოდა ზოოპარკთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც იგივე ინფორმაცია ჰქონდა. შესაბამისად, ეს ინფორმაცია გადამოწმების გარეშე ანგარიშში არ მოხვედრილა. ზოოპარკის დირექტორმა არაერთხელ განაცხადა ღია ეთერში და კომენტარებში, რომ მტაცებელი ცხოველები არ იყვნენ  ზოოპარკის მიღმა. ჩვენ ვეყრდნობით იმ ინფორმაციას, რა ინფორმაციას აქვს უწყებებს. ეს იყო მერია, შსს და თბილისის ზოოპარკი”, – განუცხადა ჯანელიძემ პრემიერ მინისტრს საგანგებო სხდომაზე, რომელიც დღეს, 17 ივნისს გაიმართა.


17 ივნისს ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ზოოპარკიდან გამოქცეული ვეფხვი მამაკაცს თავს დაესხა და მოკლა. ვეფხვი, რომელიც ადამიანს თავს დაესხა, ლიკვიდირებულია. 



მასალების გადაბეჭდვის წესი