ახალი ამბები

გომელაური: ზოოპარკის ადმინისტრაცია გვაწვდიდა ინფორმაციას, რომ ცხოველები დათვლილია

17 ივნისი, 2015 • • 964
გომელაური: ზოოპარკის ადმინისტრაცია გვაწვდიდა ინფორმაციას, რომ ცხოველები დათვლილია

“რა თქმა უნდა, ზოოპარკის ადმინისტრაცია გვაწვდიდა ამას, რომ ცხოველები დათვლილია. საღამოს გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენ. რაც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, ის ჰქონდა ბატონ პრემიერსაც. რა თქმა უნდა, იგივე განცხადება გავაკეთეთ ჩვენც, რაც ბატონმა პრემიერმა”, – განაცხადა გომელაურმა.

 

ჟურნალისტების შენიშვნაზე, ზოოპარკის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა ცნობა, რომ ეძებდნენ ერთ ზოლიან აფთარს, ერთ ვეფხვს და ერთ დათვს, გომელაურმა თქვა, რომ საიტებზე მართლაც იდო ასეთი განცხადება.

 

“რაც გვქონდა ჩვენ ინფორმაცია, კიდევ ვიმეორებ, რომ იცოდით, რომ აღარ იყო მტაცებელი ცხოველი, თუმცა აღმოჩნდა, რომ საწყობში იყო შემძვრალი და შევიდა მუშა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, უნდა დაელაგებინათ, ერთ-ერთ ადამიანზე მოახდინა თავდასხმა, ეს ორნი გამოიქცნენ, შეატყობინეს პოლიციას და შევედით”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

გომელაურის თქმით, ისინი ეყრდნობიან ზოოპარკის მიერ გავრცელებულ მონაცემებს ცხოველებთან დაკავშირებით:

 

“ჩვენ გუშინაც ვაცხადებდით, რომ აღარ უნდა ყოფილიყო, თუმცა აღმოჩნდა. ხვალ რა აღმოჩნდება და როგორ არის დათვლილი ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ, მე არ ვიცი, მე მაგაზე პასუხს ვერ ვაგებ. რასაც მეუბნებიან, ზოოპარკი, მე არ მექნებოდა შს მინისტრს მაგის ინფორმაცია, რამდენი ლომი იყო და რამდენი იპოვეს. შს მობილიზებული იყო, ახლაც მობილიზებულია, თუმცა ყველა საწყობებში შეუძლებელია. 2 დღეში ყველა მიმდებარე საწყობები დათვალიერდეს, მით უმეტეს, დაკეტილი საწყობი რასაც ქვია, საიდან აღმოჩნდა, როგორ აღმოჩნდა. ექსპერტები ნახავენ, საიდან შეიძლებოდა მომხვდარიყო დაკეტილ საწყობში ვეფხვი”, – განაცხადა გომელაურმა. 


შეგახსენებთ, რომ დღეს ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე, საწყობში მოქალაქეს თავს ვეფხვი დაესხა, რის შედეგადაც მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შემდეგ ვეფხვის ლიკვიდაცია განახორციელა პოლიციამ.

 

13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაიტბორა ზოოპარკი, დაიღუპა სამი თანაშრომელი და დაიხრჩო ცხოველების ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი