ახალი ამბები

საქართველოს ბულგარეთის პრეზიდენტი ეწვევა

17 ივნისი, 2015 • • 1057
საქართველოს ბულგარეთის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები გაიმართება. ასევე, პირველი პირები მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.

ბულგარეთის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი და როსენ პლევნელიევი თბილისში 13-14 ივნისის სტიქიის ადგილსაც მოინახულებენ და დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ.

ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება.

 
 
ბულგარეთის პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი ხვალ აჭარაში დასრულდება. როსენ პლევნელიევი ბათუმში,  საერთაშორისო კონფერენციაში – “საქართველოს ევროპული გზა” მიიღებს მონაწილეობას.
როსენ პლევნელიევი, ბულგარეთის პრეზიდენტი, ფოტო: novinite.com
როსენ პლევნელიევი, ბულგარეთის პრეზიდენტი, ფოტო: novinite.com

მასალების გადაბეჭდვის წესი