ახალი ამბები

ევროკომისიამ საქართველოს დასახმარებლად 3,4 მილიონი ევრო გამოყო

17 ივნისი, 2015 • • 920
ევროკომისიამ საქართველოს დასახმარებლად 3,4 მილიონი ევრო გამოყო

გარდა ამისა, ევროკომისია გამოყოფს 400 000 ევროს ჰუმანიტარული მიზნებისთვის, რათა ყველაზე დაზარალებულ ოჯახებს დაეხმაროს. ეს თანხა არა ბიუჯეტის, არამედ არასამთავრობოებისა და წითელ ჯვრის გავლით დაიხარჯება, რათა მათ დაზარალებულებს საკვები, ნივთები, წყალი, ჰიგიენური საშუალებები და მედიკამენტები მიაწოდონ.


ევროინტეგრაცია © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
ევროინტეგრაცია © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

 

ევროკომისია აცხადებს, რომ ეს დახმარება სტიქიის შედეგად წარმოქმნილი დაუყოვნებლივი გამოწვევების საპასუხოდაა გათვალისიწნებული.


დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ძალიან არიან დახმარებით დაინტერესებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და საელჩოები. ხადურის განმარტებით, ხვალ ქართული მხარე უკვე მიაწვდის მათ იდენტიფიცირებული საჭირობების ჩამონათვალს, რის შემდეგაც უცხო ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები მოქმედებას დაიწყებენ. ამასთან, ხადურის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დახმარების დიდი ნაწილი თანხები იყოს, თუმცა მას ტექნიკით, ინტელექტუალური რესურსებითა და ექსპერტებით დახმარებასაც სთავაზობენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი