ახალი ამბები

სტიქიის ზონებში ევაკუაცია გამოცხადდა

16 ივნისი, 2015 • • 1006
სტიქიის ზონებში ევაკუაცია გამოცხადდა

გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ცვალებადი მიმართულების ძლიერი ქარი, რომელსაც მატერიალური ზიანის მიყენება შეუძლია. 

 

“უსაფრთხოების მიზნით მიმდინარეობს ვერეს ხეობაში მომუშავე ადამიანების ევაკუაცია” – აცხადებენ გარემოს დაცვის სააგენტოში.  

 

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისის ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში განვითარდა მეწყრული მოვლენები, მდინარე ვერე ადიდდა და ქალაქის რამდენიმე ადგილი ძლიერად დაიტბორა. ადიდებულმა წყალმა იმსხვერპლა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 17 ადამიანი, 5 კი დაკარგულად ითვლება. სტიქიამ გაანადგურა ზოოპარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რის შედეგადაც დაიღუპნენ ზოოპარკის თანამშრომლები, ასევე, ზოოპარკის ბინადარი ცხოველები. ცხოველების ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი