ახალი ამბები

ღარიბაშვილი: სტიქიის შედეგად გამოწვეულმა ზარალმა შესაძლოა 100 მლნ ლარს მიაღწიოს

16 ივნისი, 2015 • 967
ღარიბაშვილი: სტიქიის შედეგად გამოწვეულმა ზარალმა შესაძლოა 100 მლნ ლარს მიაღწიოს

თავდაპირველად, მთავრობა დაახლოებით 40 მილიონის ზარალს ვარაუდობდა. 

 

“ყოველდღე შემოდის ახალი ინფორმაცია, ვითვლით ამას ავტომატურ რეჟიმში და ზარალი საკმაოდ სოლიდურია. ალბათ 100 მილიონ ლარამდე იქნება და ამიტომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დონორებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან,”– აცხადებს პრემიერი ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სტიქიის შედეგად გამოწვეული შედეგების გადალახვაში დონორი ორგანიზაციები დაეხმარებიან. მისი თქმით, დონორებს საჭიროებებითან დაკავშირებით კონკრეტულ პროექტებს წარუდგენენ.

 

 
13 ივნისის სტიქიას თბილისში, დღეის მონაცემებით, 17 ადამიანი შეეწირა. ამ დროისთვის გარდაცვლილთაგან 12 ადამიანის ვინაობა არის ცნობილი.
 
 

დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც, წყალმა მთლიანად დაფარა ცხოველების ვოლიერები. ზოოპარკის ბინადრების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი თბილისის ქუჩებში გაიქცა. გაქცეულთა ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, ნაწილი კი დააძინეს.


მდინარე ვერე და მიმდებარე ტერიტორია სტიქიის შემდეგ. 14.06.2015
მდინარე ვერე და მიმდებარე ტერიტორია სტიქიის შემდეგ. 14.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი