ახალი ამბები

GNCC: “ტაბულამ” “რუსთავი 2–ისთვის” 2 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობა მიიღო

16 ივნისი, 2015 • 924
GNCC: “ტაბულამ” “რუსთავი 2–ისთვის” 2 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობა მიიღო

კომისია აცხადებს, რომ “ტაბულას“ ასევე დაეკისრა სანქცია წერილობითი გაფრთხილების სახით. სანქციის დაწესების მიზეზად GNCC იმას ასახელებს, რომ “ტაბულა”  NB91 და NB99 ლიცენზიების ფარგლებში წარმოებულ სამაუწყებლო ბადეს ყოველკვირეულად კომისიაში არ წარმოადგენდა, რაც, მათი თქმით, ტელეკომპანიის სალიცენზიო ვალდებულება იყო.

 

“ტაბულაში” 3 ივნისს აცხადებდნენ, რომ GNCC–ის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “რუსთავი 2″–ისთვის ამ სიხშირეების გადაპირებაში მათ ხელს ლიცენზიის პირობების დარღვევის მოტივით შეუშლიდნენ. 

 

 

კომისიის ცნობით,  ლიცენზიების ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ისთვის გადაცემის თაობაზე “ტაბულამ” წინასწარი თანხმობის თხოვნით მათ 2015 წლის 13 მაისს მომართა.

 

“2015 წლის 12 ივნისს გამართულ სხდომაზე კომისიამ „ტაბულას“ NB91 და NB99 ლიცენზიების, რომლებიც ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმში, ქ. სენაკში, ქ. გორში და საჩხერეში სპეციალიზებული (გასართობი) გადაცემებით მაუწყებლობას ითვალისწინებს, ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ისთვის გადაცემის თაობაზე წინასწარი თანხმობა მისცა,”- აცხადებს GNCC. 

 

კომუნიკაციების კომისია
კომუნიკაციების კომისია

მასალების გადაბეჭდვის წესი