ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის რუსულ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

15 ივნისი, 2015 • • 946
სომხეთის რუსულ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს

“სამხედრო მოსამსახურის, ივან ნოვიკოვის ცხედარი გიუმრიში, “დედა სომხეთის” ძეგლთან აღმოაჩინეს. გარდაცვლილს სხეულზე ჭრილობები აღენიშნებოდა”- აცხადებს საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელი.

 

მისივე თქმით, ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

2015 წლის 12 იანვარს გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცმა ავეტისიანების ოჯახის წევრები, მათ შორის ორი ბავშვი მოკლა. რუსეთი და სომხეთი ამ საქმეს ერთობლივად იძიებენ.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი