ახალი ამბები

თელასი: თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

15 ივნისი, 2015 • • 1437
თელასი: თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

“თელასის” ინფორმაციით, 16 ივნისის 01:00 საათიდან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ:

 

ჩუღურეთის რაიონში: აღმაშენებლის გამზირის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის, უზნაძის, მარჯანიშვილის, ხეთაგუროვის, ნინო ჩხეიძის, სანკტ-პეტერბურგის, წინამძღვრიშვილის, ოცდაექვსი მაისის, ტოვსტონოგოვის, ჩუბინაშვილის, ნინოშვილის, კარგარეთელის, ზურაბ ჭავჭავაძის, კლდიაშვილის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, დგებუაძის, პასტერის, კიტა აბაშიძის, ორჯონიკიძის, თვალჭრელიძის, არაგვისპირელის, ჩიქობავას, ტურგენევის, ბოჭორიძის, ვერჰარნის, რომის, ჩერნიშევსკის, სუნდუკიანის, ნეკრასოვის, მაზნიაშვილის, ტყვიავის, მამარდაშვილის, გრანელის, ხიმშიაშვილის, ბენაშვილის, გოცირიძის, ქვლივიძის, ოსიაურის, ლენტეხის, ლოჭინის, ვეძათხევის, ადიგენის, ჩიტაიას, ჩანჩიბაძის, ანაკლიის, სულუხიას, ერისთავის, კიევის, აჯამეთის, ნათიშვილის, ახალციხის, გორკის, კანკავას, ჭოროხის, ჩაისუბნის, ტირიფონის, საბჭოს, სამრეკლოს, გუმბრის, გედევანიშვილის, კუმისის, დოქის, შურდულის, ბუხაიძის, ტეტელაშვილის, ბაქოს, კვინიტაძის, სანთლის, კოლხეთის, ტოლსტოის, სულიაშვილის, წმინდა ნიკოლოზის, ციმაკურიძის და პლატონის ქუჩებს.

 

მთაწმინდის რაიონში: რუსთაველის გამზირის, რესპუბლიკის მოედნის, ორბელიანის მოედნის, ვერეს დაღმართის, ათონელის, თაბუკაშვილის, ფურცელაძის, ფხოვის, ხაზინის, ჯორჯიაშვილის, ჭანტურიას, აბაშიძის, ვირსალაძის, ხიდის, სანაპიროს, გერცენის, ალექსი-მესხიშვილის, სარაჯიშვილის, საქანელას, 8 მარტის, ლაღიძის, ქუთათელაძის, ბროსეს, კვალის, კახიძის და ალ. ჭავჭავაძის ქუჩებს.

 

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის გამო დაზიანდა „თბილთეცის“ მკვებავი მაღალი ძაბვის კაბელები, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა ჩუღურეთის და მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას.

 

თელასის ინფორმაციით, ამ დროისათვის მთლიანად აღდგენილია გადამცემი ხაზი „ვერა-1“ და მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი