ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევნის ზოოპარკის თანამშრომლები თბილისში გამოემგზავრნენ

15 ივნისი, 2015 • • 1391
ერევნის ზოოპარკის თანამშრომლები თბილისში გამოემგზავრნენ

როგორც ერევნის ზოოპარკში განმარტავენ, მათი თანამშრომლები, საჭიროების შემთხვევაში დაზარალებული ცხოველების მკურნალობაში ჩაერთვებიან. გარდა ამისა, ერევნის ზოოპარკის დირექცია თბილისს სთავაზობს ვოლიერების გარეშე დარჩენილი ცხოველების დროებით ერევანში განთავსებას. 

 

თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო, სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. სამძიმრის წერილი თბილისში დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ, კოლეგებს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და ეროვნული კრების თავმჯდომარემაც გამოუგზავნეს. წუთიერი დუმილით პატივი მიაგო სომხეთის პარლამენტმა თბილისში დაღუპულებს.

 

13 ივნისის ღამეს ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში განვითარდა მეწყრული მოვლენები, მდინარე ვერე ადიდდა და ქალაქის რამდენიმე ადგილი ძლიერად დაიტბორა. ადიდებულმა წყალმა იმსხვერპლა, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13 ადამიანი, 9 კი დაკარგულად ითვლება. სტიქიამ გაანადგურა ზოოპარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რის შედეგადაც დაიღუპნენ ზოოპარკის თანამშრომლები, ასევე, ზოოპარკის ბინადარი ცხოველები. ცხოველების ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.


 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი