ახალი ამბები

მეთერთმეტე კლასელებისთვის პრეტესტი 16 ივნისს, გამოცდა კი 17 ივნისს ჩატარდება

15 ივნისი, 2015 • • 1070
მეთერთმეტე კლასელებისთვის პრეტესტი 16 ივნისს, გამოცდა კი 17 ივნისს ჩატარდება

შესაბამისად გამოცდები დაიწყება 17 ივნისს, 09:00 საათიდან. 

 

სკოლები იხელმძღვანელებენ იმ განრიგით, რომელიც ჰქონდათ შემუშავებეული. გამოცდები მხოლოდ ერთი დღით გადაიწევს,  რის გამოც მოხდება სარეზერვო დღის, შაბათის გამოყენება. 

 

სტიქიის შედეგად, მხოლოდ ერთს, მომავლის სკოლას აქვs პრობლემები, თუმცა ამ სკოლის 11-ე კლასელები პრეტესტს და გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში ჩააბარებენ. 

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პრეტესტი არ წარმოადგენს სავალდებულო აქტივობას და არის ნებაყოფილობითი, თუმცა ამ ფორმით ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება  უკეთ მოემზადოს დამამთავრებელი გამოცდისათვის და გაიაროს ტესტის აპრობაცია.

 

დეტალური ინფორმაცია განრიგის შესახებ დაახლოებით დღის სამ საათზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge განთავსდება.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი