ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟურნალისტების გათავისუფლების მოთხოვნით ევროპული თამაშების სპონსორებს მიმართავენ

10 ივნისი, 2015 • • 1351
ჟურნალისტების გათავისუფლების მოთხოვნით ევროპული თამაშების სპონსორებს მიმართავენ

მიმართვის ადრესატები McDonald’s-ის, Coca-Cola-ს, Motorola-ს და სხვა საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელები არიან, რომლებიც, როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, რამდენიმე დღის განმავლობაში, როგორც ოფიციალური სპონსორები და ბაქოში პირველი ევროპული თამაშების პარტნიორები, ყურადღების ცენტრში იქნებიან. შესაბამისად, “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” მოუწოდებს მათ, რომ არ უნდა დაუშვან ადამიანის უფლებების საკითხების მიმართ გულგრილობა ეკონომიკური ინტერესების გამო. 

 

ბაქოში პირველი ევროპული თამაშების ოფიციალური სპონსორები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა British Petroleum, Соса Соlа McCdonalds, Motorola, Nestle,  Procter & Gamble, Sitecore, Tissot. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   



 

მასალების გადაბეჭდვის წესი