ახალი ამბები

მერიის განცხადებით, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე სკვერში სასტუმრო არ შენდება

4 ივნისი, 2015 • • 1623
მერიის განცხადებით, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე სკვერში სასტუმრო არ შენდება

მერიის განმარტებით, სასტუმროს პროექტი შეთანხმებულია ქეთევან დედოფლის გამზირი N29-ის მდებარე ტერიტორიაზე, რომელიც კერძო საკუთრებაა.

“აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მიმდებარედ არსებული სკვერის ტერიტორიას, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ სკვერში იგეგმება სასტუმროს მშენებლობა, არ შეესაბამება სიმართლეს”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მერიის ცნობით, ტერიტორია თბილისის მერიამ 2010 წელს გაასხვისა და ამ ტერიტორიაზე დაშვებულია სასტუმროს მშენებლობა(სარეკრეაციო ზონა 2 (რზ2).

 

მერიის ინფორმაციით, სასტუმროს პროექტი ქეთევან დედოფლის გამზირზე, სკვერის მიმდებარედ არის შეთანხმებული. 04.06.2015
მერიის ინფორმაციით, სასტუმროს პროექტი ქეთევან დედოფლის გამზირზე, სკვერის მიმდებარედ არის შეთანხმებული. 04.06.2015

მერიის აქრიტექტურის სამსახურში ამ ეტაპზე შემოსული განაცხადის საფუძველზე შეთანხმებულია მხოლოდ პროექტი, ნებართვა გაცემული არ არის. პროექტი 2015 წლის 22 მაისს შეთანხმდა, განმარტავს მერია.

თბილისის საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე სკვერში მერიამ სასტუმროს მშენებელობის ნებართვა გასცა. 

საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე სკვერში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვაა გაცემული. 04.06.2015
საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე სკვერში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვაა გაცემული. 04.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი