ახალი ამბები

პრემიერმა ხადურს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის წარმოდგენისთვის ვადა განუსაზღვრა

4 ივნისი, 2015 • • 999
პრემიერმა ხადურს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის წარმოდგენისთვის ვადა განუსაზღვრა

ღარიბაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ რამდენიმე სამინისტროს აქვს კაპიტალურ ხარჯებთან დაკავშირებით ათვისების პრობლემები და ფინანსთა მინისტრს დაავალა, რომ მათთვის თანხები აღარ გამოიყოს.

 

ნოდარ ხადურის თქმით,  თანხების ათვისების პრობლემები განსაკუთრებით აქვთ იმ სამინისტროებს, რაიონულ მუნიციპალიტეტებსა და გუბერნიებს, რომლებმაც რეგიონული განვითარების ფონდიდან მიიღეს თანხები. მინისტრმა მათ თანხების სწორად ათვისებისაკენ მოუწოდა.

 

როგორც მინისტრი ამბობს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებიდან საკასო შესრულება შეადგენს 19 მილიონ ლარს. ფონდიდან უკვე გამოყოფილია 160 მილიონი ლარი, აქედან 6 მილიონი არის საპროექტო სამუშაოებისათვის.

“აქ გვაქვს სერიოზული ჩამორჩენა და მე მინდა ვთხოვო ჩემს კოლეგებს, რომ დააჩქარონ ამ თანხების ათვისება. ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებითაც გვაქვს პრობლემები, იმიტომ, რომ ჩვენი კოლეგები პირიქით გვთხოვენ, რომ გავზარდოთ თანხები,” – განაცხადა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე.

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

მასალების გადაბეჭდვის წესი