ახალი ამბები

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტს უგზავნის

4 ივნისი, 2015 • • 1132
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტს უგზავნის

„პროექტი ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები ადამიანებისთვის სოციალური შეღავათების და ეკონომიკური საქმიანობის წახალისების სისტემის შექმნას, ასევე, მაღალმთიანი დასახლებების ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნით დამატებითი ფულადი სახსრების გამოყოფას. მიმაჩნია, რომ ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, რადგან მთა იცლება, ოჯახებს უჭირთ დამაგრება და არ არის არანაირი პირობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე
გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი