ახალი ამბები

პრეზიდენტი: 2014 წელი ქალთა მიმართ განსაკუთრებული ძალადობის წელი იყო

31 მაისი, 2015 • 1084
პრეზიდენტი: 2014 წელი ქალთა მიმართ განსაკუთრებული ძალადობის წელი იყო

“2014 წელი იყო ქალთა მიმართ განსაკუთრებული ძალადობის წელი. ჩვენ ამის ახსნა გვიჭირს დღეს იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენს ბუნებაში, ეს არ არის ჩვენს საზოგადოებაში. მაგრამ მე მჯერა, რომ პოლიციელები კიდევ უფრო პროფესიონალურად და ფსიქოლოგიის, სხვა ბევრი დეტალის კარგი ცოდნით შეძლებენ და აი, ამ უმძიმეს დანაშაულს კიდევ უფრო აქტიურად შეებრძოლებიან,”– განაცხადა მარგველაშვილმა. 

 

პრეზიდენტმა 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. მაშინ მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება იმ სირთულეებიდან გამომდინარე მიიღო, რომლის წინაშეც საზოგადოებას დგას. 

 

“დარწმუნებული ვარ, რომ ის კატასტროფული სტატისტიკა, რაც 2014 წელს გვქონდა, წელს აღარ განმეორდება,”– განაცხადა მარგველაშვილმა დღეს. 

 

 

პროკურატურის ინფორმაციით, 2014 წელს, 11 თვის განმავლობაში, საქართველოში ოჯახში ძალადობის ნიადაგზე 19 მკვლელობა არის ჩადენილი. 2014 წელს ქალთა მკვლელობა არაერთი საჯარო დისკუსიისა და აქციის მიზეზი გახდა. იმ ქალების მოკლე ისტორიები, რომლებიც კაცებმა 2014 წელს მოკლეს, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი