ახალი ამბები

თამარ კორძაია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

28 მაისი, 2015 • • 1170
თამარ კორძაია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

კომიტეტის თავმჯდომარეს კიდევ ერთი ახალი მოადგილეს ჰყავს და ეს პოსტი დეპუტატმა პაატა კიკნაველიძემ დაიკავა. კომიტეტს დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ფრაქცია “რესპუბლიკელების” წევრია.

 

დღესვე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ, ასევე, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი ლევან ბერძენიშვილი აირჩიეს.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად, მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა რესპუბლიკური პარტიის წევრმა ორმა დეპუტატმა – თინა ხიდაშელმა და გიგლა აგულაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 28.05.2015
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, 28.05.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი