ტექნოლოგიები

Facebook Messenger-ს ფულის გადაგზავნის ფუნქცია ემატება

28 მაისი, 2015 • • 1228
Facebook Messenger-ს ფულის გადაგზავნის ფუნქცია ემატება

მესენჯერში, ფოტოსა და ფაილების ღილაკის გვერდით დამატებულ დოლარის ლოგოზე ($) დაკლიკების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს სასურველი რაოდენობის თანხა და გაუგზავნოს ჩათის წევრს.

 

Facebook-ი თქვენს ტრანსფერს დამატებითი საფასურის გარეშე განახორციელებს. ფულადი გზავნილის მიღება ადრესატს გაგზავნიდან მაქსიმუმ 3 დღის ვადაში მიეცემა. ეს დამოკიდებულია ბანკზე, რომლის საკრედიტო ბარათიც თქვენს მონაცემებშია მითითებული.

 

მონაცემების შეყვანა პირველი ტრანსფერის განხორცილების დროს მოგიწევთ. Facebook-ი მომხმარებლებს ჰპირდება, რომ დაცული იქნება მათი საბანკო ანგარიშები, პინკოდები და პაროლების კონტროლი Touch ID-ით იქნება შესაძლებელი. სერვისი მორგებულია როგორც iOS, ისე Android ოპერაციულ სისტემებს.

 

ინტერნეტსივრცეში უკვე არსებობს აპლიკაცია Venmo, რომელიც იმავე ფუნქციას ითავსებს, რასაც Facebook-ის მინიბანკი და ის გაცილებით დიდი აუდიტორიისათვისაა ხელმისაწვდომი.

რაში სჭირდება Facebook-ს საკუთარი აპლიკაციის შექმნა? ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, სოციალური ქსელი ამით მომხმარებლის ქცევის შესწავლას ცდილობს; Facebook-ს სურს შეაგროვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მომხმარებლის ფინანსურ მდგომარეობაზე. სოციალური ქსელის მთავარი შემოსავლის წყარო რეკლამაა. დამკვეთს კი ყოველთვის უნდა, რომ ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმ აუდიტორიაზე, რომელიც მის რეკლამას ნახავს, განსაკუთრებით კი მათი გადახდისუნარიანობა.

Facebook Bank / წყარო: http://newsroom.fb.com/
Facebook Bank / წყარო: http://newsroom.fb.com/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი