ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსი სცენარისტის ფილმს აგვისტოს ომზე კანის კინოფესტივალის ფარგლებში აჩვენებენ

14 მაისი, 2015 • • 1206
ოსი სცენარისტის ფილმს აგვისტოს ომზე კანის კინოფესტივალის ფარგლებში აჩვენებენ

როგორც კანის კინოფესტივალის ოფიციალურ გვერდზე წერია, ფილმს რუსეთის ფედერაციის სახელით წარმოადგენენ. ფილმის რეჟისორია სერგეი ზეზულკოვი.

 

სცენარის ავტორის თქმით, ფილმი შეყვარებულ კლასელებზეა, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომმა და სიკვდილმა დააშორა. 

 

“ეს ისტორია რეალური მოვლენეის შესახებაა, თუ როგორ ანდგურებს ომი ადამიანის ბედსა და სულს. ამაზე თითეული ადამიანი უნდა დაფიქრდეს”, – ამბობს ტადტაევი. როგორც თავად ყვება, 2008 წლის ომში თავადაც მონაწილეობდა და რამდენჯერმე იყო დაჭრილი.  

 

კანის ფესტივალი დღეს ფრანგი რეჟისორის, ემანუელ ბერკოს ფილმით, “მაღლა აწეული თავით” [La tete haute] გაიხსნა. 



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი