ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებას სოხუმში გამოეხმაურნენ

13 მაისი, 2015 • • 1266
ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებას სოხუმში გამოეხმაურნენ

“კვლავ გვაქვს შესაძლებლობა თვალყური ვადევნოთ იმას, რომ საქართველოს მრავალრიცხოვანი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების ინტერესებს იცავენ და მითიურ დოკუმენტებს იღებენ, რომელთაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია”, – ამის შესახებ ირაკლი ტუჟბამ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა გამოცემა sputnik-თან განაცხადა.

 

ტუჟბას განცხადებით, ისეთი პატივსაცემი საერთაშორისო ორგანიზაციებიც კი, როგორიცაა ევროპის საბჭო, იღებენ მსგავს, არაფრის მომცემ დოკუმენტებს, რომლებიც რეგიონში არსებული რეალობის  სრულ იგნორირებას ახდენს და მხოლოდ საქართველოს ინტერესებითაა ნაკარნახევი. 

 

“მიუხედავად საქართველოსა და მისი თანამოაზრეების მცდელობებისა, წინ აღუდგნენ ჩვენს რესპუბლიკაში პოზიტიურ პროცესებს, აფხაზეთი, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო, გეგმავს მომავალშიც განავითაროს თავისი ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან – რუსეთის ფედერაციასთან და სხვა საერთაშორისო აქტორებთან”, – ამბობს საგარეო უწყების წარმომადგენელი. 

 

მისივე თქმით, აფხაზმა ხალხმა თავისი ისტორიული არჩევანი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ უკვე გააკეთა. 


ირაკლი ტუჟბა, ფოტო: sputnik
ირაკლი ტუჟბა, ფოტო: sputnik


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი