საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3015 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 689 მლნ. აშშ დოლარი იყო (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი- 2326 მლნ. აშშ დოლარი (8 პროცენტით ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-აპრილში 1637 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2014-2015* წწ. (მლნ. აშშ დოლარი) *წინასწარი მონაცემები:
წელი | თვე | ექსპორტი | იმპორტი | ბრუნვა | სალდო |
2014 | იანვარი-აპრილი | 932 | 2 518 | 3 451 | -1 586 |
იანვარი | 224 | 542 | 766 | -319 | |
თებერვალი | 216 | 592 | 808 | -376 | |
მარტი | 256 | 701 | 957 | -445 | |
აპრილი | 237 | 683 | 920 | -446 | |
2015 | იანვარი-აპრილი | 689 | 2 326 | 3 015 | -1 637 |
იანვარი | 156 | 538 | 694 | -381 | |
თებერვალი | 167 | 571 | 738 | -403 | |
მარტი | 179 | 666 | 845 | -487 | |
აპრილი | 186 | 551 | 737 | -365 |