ახალი ამბები

NDI-ს რეიტინგი: “ქართული ოცნება” – 24%, ენმ – 16%, თავისუფალი დემოკრატები – 5%

13 მაისი, 2015 • • 1256
NDI-ს რეიტინგი: “ქართული ოცნება” – 24%, ენმ – 16%, თავისუფალი დემოკრატები – 5%

კვლევის მიხედვით, 27 პროცენტს საკუთარი მოსაზრება ამ საკითხზე არ დაუფიქსირებია და თქვა, რომ არ იცის. 12-მა პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ გასცა, ხოლო 6-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. ამასთან, კვლევის თანახმად არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოკითხულთა 56-მა პროცენტმა დააფიქსირა, შესაბამისად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ამ 56 პროცენტის პასუხების შედეგად შეადგინეს.


პატრიოტთა ალიანსის რეიტინგი 4 პროცენტია, ლეიბორისტების – 3, სხვა პარტიების – 3.

 

კვლევის საველე სამუშაოები NDI-ის დაკვეთით ორგანიზაცია CRRC-მა ჩაატარა. სულ ქვეყნის მასშტაბით 27 მარტი – 19 აპრილის საანგარიშო პერიოდში 4360 ადამიანი გამოიკითხა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.3 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი