ახალი ამბები

ანონსი – 13 მაისი

12 მაისი, 2015 • • 1163
ანონსი – 13 მაისი

10:30-ზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გიგლა ბარამიძე მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

 

10:30 საათზე,  სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, NDI მედიას კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს.

 

11:00-ზე  თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე  პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა:  თავდაცვის ახალი მინისტრი; რატომ არ ღირს თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსთან; სამხედრო წვრთნები ვაზიანში, სხვა მიმდინარე საკითხები.  მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

 

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: NDI-ის კვლევები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” „ქალთა პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი, პარტიისთვის II არხის საეთერი დროის დაბრუნების მოთხოვნით პრესკონფერენიცას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი ემზარ ჯგერენაია პრესკონფერენციას გამართავს თემა: ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა და ლარის კურსი

 

13:00 საათზე რეპორტიორის პრესკლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: ტურიზმის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები. მისამართი: ქ.თბილისი, იოსებიძის ქუჩა #57 .

 

13 საათზე „ვისოლ ჯგუფი“ აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურისა და სუპერმარკეტი „სმარტის“ გვერდით ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდის“ პირველ 24 საათიან Drive-thru რესტორანს ხსნის. ახალი ობიექტის საზეიმო გახსნას ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, თბილისის მერი დავით ნარმანია და “ვენდის” საერთაშორისო დელეგაცია დაესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი