ახალი ამბები

“აღმოაჩინე საქართველო” – ქართული კომპანიების გამოფენა-გაყიდვა პარლამენტის წინ

12 მაისი, 2015 • • 1182
“აღმოაჩინე საქართველო” – ქართული კომპანიების გამოფენა-გაყიდვა პარლამენტის წინ

გამოფენა-გაყიდვა, რომლის მიზანია ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ექსპორტზე გატანის ხელშეწყობა, “მეწარმეობის განვითარების სააგენტოს” ინიციატივით ეწყობა.

ქართული პროდუქციის დახლი დღეს დილით განთავსდა რუსთაველზე და 15 მაისამდე შესთავაზებს ადგილობრივ და უცხოელ სტრუმრებს სხვადასხვა სახის პროდუქტს. სტენდის ქვეშ მონაწილეობენ კვებისა და სასმელი წყლების, ასევე სუვენირებისა და ხელნაკეთების მრეწველობაში მოღვაწე 24 ქართული კომპანია.

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნეს-ფორუმი თბილისში 14-15 მაისს იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი