ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო

12 მაისი, 2015 • • 1276
იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო

უწყების ცნობით, იმის გამო, რომ შენობა კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, აღნიშნულ შენობაზე სასტუმროს განთავსების ნებართვა კულტურის სამინისტრომ გასცა. 

 

“შესაბამისად, სამუშაოების დასაწყებად უნდა შემოიღობოს აღნიშნული ტერიტორია, ვინაიდან ინვესტორი იწყებს შენობის რეკონსტრუქციას. შენობის ფასადი როგორც რუსთაველის გამზირიდან, ისე ჭავჭავაძის ქუჩიდან, ნარჩუნდება”, – განუცხადეს ნეტგაზეთს მერიაში. 


იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა შპს “რუსთაველი ფროფერთიმ” [კომპანიის დირექტორია მინდია გადაევი] 13 მილიონ 200 ლარად შეისყიდა. კომპანიის მიერ აღებული ვალდებულების თანახმად, შენობის გარე ფასადი არ უნდა შეიცვალოს. 


მასალების გადაბეჭდვის წესი