ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში 50-მდე ქვეყნიდან ევროპული უმაღლესი განათლების თემებზე სასაუბროდ ჩადიან

12 მაისი, 2015 • • 1092
ერევანში 50-მდე ქვეყნიდან ევროპული უმაღლესი განათლების თემებზე სასაუბროდ ჩადიან

ფაქტიურად, სომხეთი პირველი ქვეყანაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომელიც მსგავს კონფერენციას უმასპინძლებს. 

 

კონფერენციაზე ჩამოვლენ და მონაწილეობას მიიღებენ 50-მდე ქვეყნის, მათ შორის თურქეთის და უნგრეთის წარმომადგენლები, რომლებთანაც სომხეთს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. 

 

გარდა ამისა, შეხვედრაზე იგეგმება რუსეთის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, შვედეთის, ლატვიის, უკრაინის, საქართველოს განათლების მინისტრებისა და განათლების საკითხებში ევროკომისრის ვიზიტი.

 

წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები გეგმავენ მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიღებას, რომლებიც მილიონობით სტუდენტსა და ევროპაში ათასობით სასწავლო დაწესებულებას შეეხება. ამასთან, განხილული იქნება ერევნის დეკლარაცია და განათლების სფეროში ახალი ხედვები.

 

გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ერევანში შეურთდეს ბელორუსი ბოლონიის პროცესს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი