ეკონომიკა

როგორ უნდა გახდეს სავაჭრო სექტორისთვის დაფინანსება ხელმისაწვდომი

12 მაისი, 2015 • • 1135
როგორ უნდა გახდეს სავაჭრო სექტორისთვის დაფინანსება ხელმისაწვდომი

ფორუმში, რომლის ორგანიზატორიც საერთაშორისო სავაჭრო პალატაა, 100- ზე მეტი დლეგატი მონაწილეობს.


საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის განცადებით, ფორუმის მონაწილეებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ ქართულ ეკონომიკას:


“ბანკებს ექნებათ საშუალება, რომ პირად კონტაქტზე გავიდნენ. მე ვფიქრობ, რომ ეს მოგვცემს საშუალებას, განვახორციელოთ ერთობლივი ოპერაციები. ვაჭრობის სექტორის დაკრედიტებას დიდი ნაწილი უკავია ქართული ბანკების პორტფელში. ფორუმი მოგვცემს საშუალებას, თუ ერთობლივი შეთანხმება მოხდა, ბანკებმა საუკეთესო პირობები შესთავაზონ მომხმარებლებს.”  

 

“ტექნიკურ სავაჭრო ფორუმს” საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაესწრნენ.  

 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ვაჭრობის დაფინანსების თემა დღეს ძალიან აქტუალურია:


“კერძო ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ უფრო კარგი პროდუქტების შეთავაზება ბაზარზე. ჩვენ შევქმნით ამ ინსტრუმენტებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად და ძალიან მალე ხელმისაწვდომი იქნება დაფინანსება კერძო სექტორისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ვაჭრობის განვითარებისათვის არსებობდეს შესაბამისი დაფინანსების წყაროები. კერძო სექტორი ამას სთავაზობს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც ექსპორტზე არის ორიენტირებული და მათ სჭირდებათ ასევე თანხების დაზღვევა. უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა, რომელიც ბაზარს ხელმისაწვდომ რესურსს შესთავაზებს.”


“ტექნიკური სავაჭრო ფორუმი” “თიბისი ბანკის” სათაო ოფისში ბანკის დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გახსნა. ფორუმი დღეს დასრულდება და EBRD -ის (ევროპის განვითარებისა და რეონსტრუქციის ბანკი) კონფერენციის და ბიზნესფორუმის ფარგლებში ამ საკითხზე  მხარეებს შორის შეხვედრები 13-14 და 15 მაისს გაგრძელდება. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი