ახალი ამბები

2012 წლის 17 მაისის საქმეზე ევროსასამართლომ საქართველოს ფულადი სანქცია დააკისრა

12 მაისი, 2015 • • 1611
2012 წლის 17 მაისის საქმეზე ევროსასამართლომ საქართველოს ფულადი სანქცია დააკისრა

სასამართლომ დაადგინა, რომ უმრავლესობის მიერ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის  მესამე მუხლი ( არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა), მეთოთხმეტე მუხლთან ერთად (დისკრიმინაციის აკრძალვა), ასევე დაირღვა მეთერთმეტე მუხლი (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) მეთოთხმეტე მუხლის მიმართ.

 

საქმე ეხება 2012 წლის 17 მაისს თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციას ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომლის მონაწილეებიც ძალადობის გზით დაარბიეს კონტრდემონსტრანტებმა.

“სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა იმ რისკების შესახებ, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არსებობდა, შესაბამისად, მათ ჰქონდათ ვალდებულება  აქციის მონაწილეები ადეკვატური დაცვით უზრუნველეყოთ”,- ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველომ 13 გამცხადებელს, რომელიც აღნიშნულ დემონსტრაციაში მონაწილეობდა  2 000 – 4 000ევრო უნდა გადაუხადოს თითოეულს, ხოლო ორგანიზაცია “იდენტობას” 1 500 ევრო მორალური ზიანისთვის. ჯამში, საქართველომ განმცხადებლებს 33 500 ევრო უნდა გადაუხადოს.

 

ორგანიზაცია “იდენტობის”  ხელმძღვანელი  ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, რომ თანხას “იდენტობა” თავისი სურვილით უკან გადასცემს სახელმწიფოს, რათა მათ ეს თანხა ადამიანის უფლებებზე სწავლებისთვის გამოიყენონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი