ეკონომიკა

ფადი ასლი: ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ მოახდინოს დაშვებული შეცდომების კორექტირება

12 მაისი, 2015 • • 1402
ფადი ასლი: ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ მოახდინოს დაშვებული შეცდომების კორექტირება

ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ დღეს, თიბისი ბანკში “ტექნიკური სავაჭრო ფორუმის” დაწყებამდე განაცხადა.

 

კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პოზიტიურად შეიცვლება ხელისუფლების პოზიცია, ფადი ასლი პასუხობს, რომ პროცესი უკვე დაიწყო:  

 

“ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ მიიღოს საჭირო ზომები იმ შეცდომების კორექტირებისათვის, რომელიც დაშვებული იქნა. გვჯერა, რომ ეს შეცდომები კორექტირდება, უკვე დაიწყო იმიგრაციის შესახებ კანონის შეცვლა, ახლა უკვე დაიწყეს სოფლის მეურნეობის მიწების კანონის შეცვლა. დიახ, მოყოლებული იანვრიდან დამოკიდბეულება სქართველოს ხელისუფლების შეცვლილია. ეს პოზიტიური ცვლილებაა.”

 

ფადი ასლის განცხადებით, ის სრულად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას: 

 

“სრულად ვუჭერ მხარს ეროვნული ბანკის პოლიტიკას. ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი ფანტასტიკურად აკეთებს თავის საქმეს. ექსტრაონდირაულმა ფაქტორებმა იქონიეს გავლენა ვალუტაზე, თუმცა ბევრმა შიდა ფაქტორმაც მოახდინა გავლენა.” 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი