ახალი ამბები

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” ფეხბურთის ფედერაციის წევრობა შეუჩერეს

11 მაისი, 2015 • • 1599
საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” ფეხბურთის ფედერაციის წევრობა შეუჩერეს

აღნიშნული გადაწყვეტილება ფედერაციამ დღეს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

 

“კლუბს შეუჩერდეს საფეხბურთო ფედერაციის წევრობა იმ დრომდე, ვიდრე არ მოახდენს დავალიანების გადახდას სრულად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომავალ ყრილობამდე არ მოხდება ამ დავალიანების დაფარვა, ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ყრილობაზე დადგება საერთოდ გარიცხვის საკითხი”, – განაცხადა ბესო აბაშიძემ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

 

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“ დავალიანებები მისი ფეხბურთელებისა და მწვრთნელის მიმართ აქვს. აღმასრულებელ კომიტეტს მიმართა საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა და ფეხბურთელთა ინტერესების დამცველმა – ბესო აბაშიძემ და მოითხოვა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

 

ფედერაციის განცხადებით, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, ფეხბურთელების – შოთა ბაბუნაშვილის, თორნიკე აფციაურისა და მეკარეთა მწვრთნელის – თამაზ ოდიკაძის დავალიანება „ზესტაფონს“ ამ დრომდე არ გაუსტუმრებია.

 

“ჩვენ პაპუნაშვილთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს. როგორც მახსოვს, სამი თვე უკვე გადავიხადეთ. რაც შეეხება აფციაურს, ამაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. მისი წარმოადგენელია ჯაბა მუჯირი, რომელთანაც კონსულტაციები გვაქვს და იმედი გვაქვს, შევთანხმდებით”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს მიხეილ ხუციშვილმა, “ზესტაფონის” სპორტულმა დირექტორმა.

საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი
საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი

მასალების გადაბეჭდვის წესი