ახალი ამბები

“ნაცმოძრაობის” ანტიკორუფციული საბჭო დღეიდან სენაკში იწყებს მუშაობას

11 მაისი, 2015 • • 1524
“ნაცმოძრაობის” ანტიკორუფციული საბჭო დღეიდან სენაკში იწყებს მუშაობას

ენმ-ს წარმომადგენლებმა ბანერი სენაკში გამოფინეს
ენმ-ს წარმომადგენლებმა ბანერი სენაკში გამოფინეს

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ყველა რაიონში გახსნიდა ანტიკორფციულ კომიტეტებს, 21 მარტს გამართულ მიტინგზე გაახმაურა “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

 

“სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, უნდა წავიდეთ რეგიონებში, შევქმნათ ანტიკორფუციული, უნიათობის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტები, უნდა ვაიძულოთ თითოელი თვითმმართველი ქალაქის მერი, რომ გააკეთონ საქმე ხალხისთვის, იმიტომ, რომ წარმატება და წინსვლა შეგვიძლია”, – განაცხადა ვაშაძემ.

 

ანტიკორფციული კომიტეტის გახსნას გურჯაანში დაპირისპირება მოჰყვა ენმ-სა და ქართული ოცნების აქტივისტებს შორის. კომიტეტი 20 აპრილს გაიხსნა, რასაც მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი