ახალი ამბები

ანონსი – 11 მაისი

10 მაისი, 2015 • 988
ანონსი – 11 მაისი

10:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და  ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რიგით მეხუთე ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი გახსნიან. 2015 წლის ლიტერატურულ ფორუმ-დიალოგს ეროვნული მუზეუმი უმასპინძლებს.

11:00 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას წარუდგენენ ამა წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე “საზოგადოების განწყობა საქართველოში”. კვლევის პრეზენტაცია გაიმართება  სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, ვარდების მოედანი #1.

 

11:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, იუსტიციის სახლი, სანაპიროს N2

 

11.00 საქართველოს ატლანტიკური საბჭო პროექტის “შეხვედრები საპატიო სპიკერებთან 2015“და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით უმასპინძლებს საჯარო დისკუსიას, რომლის მთავარ მომხსენებლად მონაწილებას მიიღებს ოლივერ ვიკი, გერმანიის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) გენერალური მდივანი. დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენს უკრაინის კრიზისი და მისი გავლენა ევროპის ეკონომიკაზე.ღონისძიების ფარგლებში გერმანიის (ICC) გენერალური მდივანი უპასუხებს დამსწრეთა შეკითხვებს. მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; გ.წერეთლის ქ.1; აუდიტორია გ106

 

11:00  “პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველები ალექსანდრე ახალკაცი და მამუკა ტუსკაძე განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

11:30 საინფორმაციო სააგენტო ,,რეპორტიორის“ პრესკლუბში  „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა:  ეროვნული ბანკი ლარის გამყარების მექანიზმებს არ იყენებს. მისამართი:  ქ.თბილისი, იოსებიძის ქუჩა #57. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33

 

11:30  “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში გიორგი რუხაძე, ვიზა ლიბერალიზაციის და რიგის სამიტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

12:00  პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი რომან გოცირიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური მოვლენები

 

12:00 “პირველ პრესკლუბში” პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სამთავრობო ცვლილებები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22


12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გუგული მაღრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

 

14:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. თბილისი, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”, წვეულებათა დარბაზი

 

18:00 “Art Avenue-ში” (მარჯანიშვილის №5), საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება „სოციალური თერაპიის სახლის“  ბენეფიციარების ნამუშევრები. საქველმოქმედო საღამოს მიზანი „სოციალური თერაპიის სახლის“ ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

 

 



მასალების გადაბეჭდვის წესი