ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ქობულეთის ხანძრის მიზეზების გამოძიება შესაბამის ორგანოებს დაევალათ

10 მაისი, 2015 • 1104
ღარიბაშვილი: ქობულეთის ხანძრის მიზეზების გამოძიება შესაბამის ორგანოებს დაევალათ

ღარიბაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს და განაცხადა, რომ დაღუპული მოზარდების დაკრძალვის ყველა ხარჯს მთავრობა გაიღებს.

 

მაშველებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან 45 ადამაინის გამოყვანა შეძლეს, მათ შორის, 31 ბავშვი და სასტუმროში მომუშავე ადამიანები.

 

“ისინი ცეცხლმოკიდებული შენობიდან პოლიციელებმა და მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამოიყვანეს,”– განაცხადა პრემიერმა.

 

გარდაცვლილთა ცხედრებს ბათუმში ექსპერტიზა უტარდებათ. იქ შეკრებილი არიან გარდაცვლილთა ოჯახის წევრები. ისინი ცხედრების ნახვას მოითხოვენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი